პროექტის დეტალი

რა არის ადვოკატირება? რა როლი აქვს ბულინგს ბავშვის განვითარების პროცესში?

გამოყვეყნების თარიღი: Mar 24, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

Save the Children International-ისა და ძდექ - მცხეთა-მთიანეთის კომიტეტთან თანამშრომლობით ძალიან საინტერესო პროექტი შევქმენი. პროექტი დავყავი ორ, თეორიულ და პრაქტიკულ, ნაწილად, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. თეორიულ ნაწილში მოსწავლე-მსმენლებმა ცოდნა გაიღრმავეს ბავშვთა უფლებების მიმართულებით და გაიგეს, რა არის ადვოკატირება. შემდეგ გვქონდა პრაქტიკული ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ორი პრეზენტაცია:
1. "ბავშვთა უფლებები";
2. "ბულინგი და ბულინგის პრევენცია".
პრეზენტაციებს უმასპინძლა Social growing centre Georgia-ს ჟინვალის ფილიალმა, რომელიც დაბაში 2023 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია, სადაც მონაწილე პირებმა იმსჯელეს, თუ როგორ ვებრძოლოთ ბულინგს და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარების პროცესში.