პროექტის დეტალი

სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილები შშმ პირებთან

გამოყვეყნების თარიღი: Oct 28, 2020

პროექტის აღწერა

COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვები თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე იყო, თუმცა ვფიქრობ მათ ერთ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან თემას მოჰფინეს ნათელი - ბევრმა ადამიანმა უკეთ გაიგო, თუ როგორია შეზღუდვებით ცხოვრება, როგორია, როდესაც დღის უმეტესი ნაწილის სახლში გატარება გიწევს და არ შეგიძლია შენთვის სასურველი საქმის კეთება. შეიძლება ითქვას, ამ გამოცდილებამ მიგვახვედრა, თუ როგორია შშმ პირების ყოველდღიურობა არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სწორედ ამან მიმახვედრა და გამაანალიზებინა, თუ რამდენი რამ არ ვიცი შშმ პირებისა და მათი პრობლემების შესახებ და ამიტომ, როცა შევიტყვე ამ პროექტის შესახებ, მაშინვე გამოვთქვი მოხალისეობის სურვილი.

 

ამ აქტივობის განხორციელება აგვისტოში დავიწყე კიდევ 2 მოხალისესთან ერთად და დღემდე ვაგრძელებთ ონლაინგაკვეთილების ჩატარებას. ჩვენს „მოსწავლეს“ და უფრო მეტად მეგობარს, სოფოს, კვირაში ორჯერ ვურეკავთ და ერთად ვხატავთ, ვაფერადებთ, ვუყურებთ და განვიხილავთ ანიმაციურ ფილმებს, ვმეცადინეობთ მათემატიკაში და ხშირად უბრალოდ ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე.
 
ამ პროექტს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გარდა მოხალისეობისა, რაც თავისთავად საოცარი გამოცდილებაა, ბევრი ახალი რამე ვისწავლე იმ ადამიანისგან, რომელიც წესით თავადაა ჩემი მოსწავლე - ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შშმ პირებზე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები სრულიად დავამსხვრიე სოფოსთან ერთად და მივხვდი, რომ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ამ პრობლემის უფრო ფართო მასშტაბებით აღმოფხვრისთვის ბრძოლას.






პროექტის ავტორი
, თბილისი

პროექტი „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში" ჩემთვის მოხალისეობის პირველი გამოცდილებაა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მრავალნაირი აქტივობა განმეხორციელებინა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნე... განაგრძეთ კითხვა