მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში ჩავატარე ოთხი საგანმანათლებლო პრეზენტაცია თემებზე: ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზი, ფინანსები და ფინტექი, მწვანე ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა, ასევე კოსმოსი და ინჟინერია. პროექტის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება.პროექტი ემსახურებოდა იმ პრობლემის შემცირებას, რომ მოსწავლეებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ისეთი აქტუალური თემების შესახებ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური განათლება, ეკოლოგია და ინჟინერია. ეს საკითხები მნიშვნელოვანია დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში, სადაც მსგავსი ცოდნა აუცილებელია პირადი და პროფესიული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები მოიცავდა პრეზენტაციების ჩატარებას, თემების მარტივი და გასაგები ენით ახსნას და აუდიტორიასთან ინტერაქტიულ კომუნიკაციას. თითოეულ შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდებოდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ინფორმაცია, რაც მათ უკეთ გააზრებაში ეხმარებოდა.პროექტში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 15-20-მა მოსწავლემ. მონაწილეებმა მიიღეს გარკვეული ცოდნა, გაუჩნდათ მეტი ინტერესი აღნიშნული სფეროების მიმართ და უკეთ გაიაზრეს მათი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.პროექტმა დადებითი გავლენა იქონია მონაწილეებზე და ხელი შეუწყო მათ ცნობიერების ამაღლებასა და განათლებისადმი მოტივაციის ზრდას.