ვარ კომუნიკაბელური, მოტივირებული და აქტიური ადამიანი, თბილისიდან – ქალაქიდან, რომელიც მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და ინტერესებით სავსე გარემოს ქმნის. ბავშვობიდანვე მიყვარდა ახალი გამოცდილებების მიღება და სხვების დახმარება, რაც მაძლევს მოტივაციას ვიყო უფრო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ დავიწყე მოხალისეობა – ჩემთვის ეს არა მხოლოდ სხვისი დახმარებაა, არამედ თვითგანვითარების გზაც. განსაკუთრებით მაინტერესებს ახალგაზრდების ჩართულობა, განათლება და სოციალური თემები. მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში, რაც მეხმარება, მუდმივად გავიზარდო როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოებრივად.