2024 წლის 17 თებერვალს პროექტი ,,სამოქალაქო ცხოვრება" დავიწყე, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობდი ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან.
პრობლემა: ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაკლები ჩართულობა, სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობა.
პროექტის მიზანი: ახალგაზრებში სამოქალაქო განათლებისა და ცოდნის გაზრდა.
პროექტის ამოცანები:
1. ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანობის გრძნობის გაღვივება.
2. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა.
3. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. პროექტის დაწერა, მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. - 3 სთ
2. სარეგისტრაციო ფორმის გაკეთება, მისი სოციალურ გვერდზე ატვირთვა და ახალგაზრდების შერჩევა. - 1 სთ
3. შეხვედრის ორგანიზება, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან დაკავშირება, სივცრის მოწესრიგება. - 1 სთ
4. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობა:
12:00 სთ - მისალმება, ერთმანეთის გაცნობა, სახალისო ენერჯაიზერების გაკეთება, მოლოდინების ხე და სხვა. - 1 სთ
13:00 სთ - აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. - 1სთ 30 წთ
14:00 სთ - ვინ არის მოქალაქე და რას გულისხმობს ცნება მოქალაქეობა, დემოკრატიის პრინციპები, დემოკრატია და მოქალაქეობა, როგორც ორი განუყოლები ნაწილი. - 1 სთ 30 წთ
საბოლოოდ, ჩვენი პროექტი გამოვიდა ძალზედ საინტერესო, რადგან ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს ბევრი საინტერესო რამ, მათ შორის განსხვავებები ცნება მოქალაქესა და მოქალაქეობას შორის. განსაკუთრებით საინტერესო კი ახალგაზრდებისთვის თემა მოხალისეობა აღმოჩნდა. პროექტის მთავარი მიღწევაა: ახალგაზრდებში მოხალისეობის სურვილის გაღვივება.


