პროექტის დეტალი

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვითი თამაშები

გამოყვეყნების თარიღი: Aug 24, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 20 Jul, 2026 - 30 Jul, 2026 ჩართული მოხალისეები: 4 მოხალისეობრივი საათი: 120
პროექტი

პროექტის აღწერა

10-დღიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისა და ახალი გამარჯვებებისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ყოფილიყავი ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.
როგორც კოორდინატორებს, თითოეულ მოხალისეს გვებარა კონკრეტული სპორტული მიმართულების გუნდი. დილის 9-იდან საღამოს 9 საათამდე უზრუნველვყოფდით, რომ თამაშებს შეუფერხებლად ჩაევლო და მონაწილეებს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ. ხოლო სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, მათ განტვირთვაზე სხვადასხვა სახალისო აქტივობით ვზრუნავდით.
ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, თუმცა ამავდროულად, დაუვიწყარი გამოცდილება, რომელმაც ლიდერობისა და გუნდის მართვის სრულიად ახალი უნარები შემძინა.