პროექტის დეტალი

"შეამცირე, შექმენი, გამოხატე"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 25, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 18 Dec, 2025 - 18 Dec, 2025 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 6
პროექტი

პროექტის აღწერა

"მწვანე ჩემპიონების" ფარგლებში პროექტი „შეამცირე, შექმენი, გამოხატე“ განახორციელა!
სწრაფი მოდის პრობლემასთან საბრძოლველად ძველ ტანსაცმლს  ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. შოკო ჩაჩუასთან ერთად პრაქტიკული ვორქშოფი ჩაატარდა, სადაც მოხალისეებმა Upcycling-ის ტექნიკით ძველი სამოსისგან სრულიად ახალი და ორიგინალური ნივთები შევქმენით.
ამ ინიციატივამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გარდერობი რესურსია და არა ნარჩენი, ცნობიერი მოხმარება კი უკეთესი მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
პროექტი განხორციელდა UNDP-ისა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობის“ ფარგლებში.