პროექტის დეტალი

შეხვედრა - "გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისგან"

გამოყვეყნების თარიღი: May 15, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

   30 აპრილს პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში ჩემ მიერ ჩამოყალიბებული ეკო-კლუბის ("მწვანე მომავალი") მონაწილეებს ვესაუბრე მავნე ნარჩენებზე, ნარჩენების სეპარირებაზე, როგორ აბინძურებენ ისინი გარემოს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მავნე ნარჩენებმა ადამიანის ჯანმრთელობას და როგორ ვებრძოლოთ მათ. ამას გარდა, სკოლის მოსწავლეებსა და ეკო-კლუბის წევრებს დავურიგე ჩემ მიერ შექმნილი ინფორმაციული შინაარსის სტატიები თემაზე: "გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისგან". პრეზენტაციას ესწრებოდა დაბა ჟინვალში მცხოვრები 11-17 წლის ახალგაზრდები.

 
   მავნე ნარჩენები გარემოს აბინძურებს სხვადასხვა გზით – ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფით, წყლის რესურსების დაბინძურებითა და ნიადაგის ხანგრძლივი დაზიანებით. ეს შედეგები ადამიანთა ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება: იზრდება რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების რისკი, მცირდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა. დაბინძურებული გარემო ხელს უშლის ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
 
   მავნე ნარჩენები აჩენს მეთანსა და CO₂-ს, რაც ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას. მათი შემცირება, გადამუშავება და გონივრული მართვა ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. თითოეული ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანია მდგრადი მომავლის შესაქმნელად.
 
   ახალგაზრდებმა გაიაზრეს ის შედეგები, რომლებიც მოაქვს მავნე ნარჩენებს. მათთან ერთად კიდევ ერთხელ დავგეგმე ის ლოკალური ქმედებები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ დაბაში ნარჩენების შესამცირებლად.
 
   შეხვედრის დასაწყისში გვქონდა ძალიან საინტერესო ენერჯაიზერები, მონაწილეებმა განასახიერეს დედამიწა. დამსწრეთა ჩართულობისა და გააქტიურების მიზნით, პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა ინტერაქციული დისკუსია. შეხვედრამ ძალიან პროდუქტიულად და საინტერესოდ ჩაიარა!


შეხვედრა -
პროექტის ავტორი
მცხეთა-მთიანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მოხალისეობა ჩემთვის მხოლოდ კეთილი საქმის კეთება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, შესაძლებლობა და გზა, რომლითაც დადებითი ცვლილებების ნაწილი ვხდები. მოხალისეობა ჩემთვის არის ხელის გაწვდენა მათთვის, ვისაც სჭირდება დახმარება, მაგრამ, ამავდროულად, ეს არ... განაგრძეთ კითხვა