4 დეკემბერს, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, ლუკა ტყაბლაძის ხელმძღვანელობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრით აღნიშნა.
ჩვენი მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ერთმანეთისთვის, რომ ინკლუზია არ არის მხოლოდ ტერმინი – ეს არის ქმედება, რომელიც თითოეული ადამიანისთვის თანაბარი გარემოს შექმნას გულისხმობს.
შეხვედრა დაიტვირთა მრავალფეროვანი აქტივობებით:
პრეზენტაცია: მოსწავლეებმა ისაუბრეს ინკლუზიის მნიშვნელობასა და თანასწორობის პრინციპებზე.
ვიდეო-ჩვენება: თემატურმა რგოლმა მონაწილეებს საკითხის სიღრმისეულად აღქმაში დაეხმარა.
Kahoot-ქვიზი: შეხვედრის ბოლოს, მიღებული ცოდნა სახალისო თამაშით შევამოწმეთ.