ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს - სიკეთე გადამდებია!
ამ სურვილმა კვლავ გააერთიანა სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, Helping Hand-ის მოხალისე და ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო აქცია "სიკეთე გადამდებია" მოაწყვეს.
მათ საკუთარი ძალებითა და მოსწავლეების მხარდაჭერით შეაგროვეს ტანსაცმელი და საკვები. რამდენიმე ოჯახს გაულამაზეს ახალი წელი და სურვილები აუსრულეს მათ.
მოსწავლეებს სჯერათ, რომ სიკეთე გადამდებია...