სიკეთე გადამდებია! ამ სურვილმა კვლავ გააერთიანა სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, Helping Hand-ის მოხალისე და ტრადიციული საქველმოქმედო აქცია "სიკეთე გადამდებია" მოაწყვეს, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდებოდა.
საკუთარი ძალებითა და მოსწავლეების მხარდაჭერით შეაგროვეს ტანსაცმელი და საკვები. რამდენიმე ოჯახს გაულამაზეს აღდგომა და სურვილები აუსრულეს მათ.
მოსწავლეებს სჯერათ, რომ სიკეთე გადამდებია...