შობა-ახალი წელი ზუსტად ის დროა, როდესაც სოლიდარობა და ერთმანეთზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, კოორდინატორთან ერთად, გადავწყვიტეთ ეს დღესასწაული მათთვის გაგველამაზებინა, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
განსაკუთრებით გვეამაყება ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემული საჩუქრები საშობაო-საახალწლო სოფელში, ჩვენივე სამეწარმეო აქტივობების შედეგად შემოსული თანხით შევიძინეთ.
ეს იყო ჩვენი მცირე წვლილი მათ გასახარებლად. გვჯერა, რომ მსგავსი სოციალური აქტივობები ტრადიციად იქცევა და ჩვენი საბჭო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საჭიროების მქონე მოქალაქეების გვერდით დგომას.