მქონდა სამუშაო შეხვედრები ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელთან, ვისაც გავესაუბრე და გავაცანი ის აქტუალური პრობლემები რაც დღეს-დღეობით ახალგაზრდებს გვაწუხებს და რისი გადაჭრაც მათი დახმარებით შეგვიძლია. ეს გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. მიზანი იყო მეტი ახალგაზრდის ხმის მიწვდენა თვითმმართველობასთან და ასეც მოხდა. მაგ. ძალიან ბევრი ახალგაზრდის სურვილი იყო რომ ზებრა გადასასვლელები გაკეთებულიყო სკოლასთან და თვეთმმართველობამ ეს თხოვნა შეასრულა.
