ფოთში წიგნის ფესტივალი გაიმართა.ღონისძიება, სადაც მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ საყვარელ ავტორებს.
როგორც მოხალისე, ჩემი მთავარი მოვალეობა თითოეული სტუმრის მხარდაჭერა და ნებისმიერ საკითხში დახმარება იყო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ჩემთვის ბავშვთა სივრცეში მუშაობა აღმოჩნდა: პატარა მეგობრებს ვეხმარებოდი საკუთარი იდეების ფურცელზე გადმოტანასა და სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართვაში.
ჩვენი, მოხალისეების მთავარი მიზანი იყო, თითოეული სტუმრისთვის უსაფრთხო, თბილი და მხიარული გარემო შეგვექმნა, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავად გამოგვივიდა!