ფოთის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებთან გატარებული კიდევ ერთი განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე! ამ ბავშვებთან ყოველი შეხვედრა სავსეა უდიდესი სითბოთი, პოზიტივითა და გულწრფელი ემოციებით. როგორც მოხალისეს, უზომოდ მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ჯადოსნური დღე მეჩუქებინა ჩემი პატარა მეგობრებისთვის და მათთან ერთად გამეტარებინა ეს დრო.