2024 წლის 26 იანვარს, ჩემი ინიციატივით GLOW Club-Bagdati-ის გოგონებმა დებატების ჩემპიონატი გავმართეთ, რომელსაც ორგანიზება სრულიად მე გავუწიე. ჩვენთან კი თანამშრომლობდა ბაღდათის ნომერ მეორე საჯარო სკოლა, სადაც უშუალოდ გაიმართა ჩემპიონატი.
ჩემპიონატში მონაწილეობა შეეძლოთ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს. პროექტის ფარგლებში, მოწვეული გვყავდა მოდებატე სპიკერი, რომელმაც ახალგაზრდებს დებატების ხელოვნება გააცნო.
პრობლემა: მუნიციპალიტეტში დებატებთან დაკავშირებული პროექტ/პროგრამების ნაკლებობა.
პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში ლიდერული, საჯარო გამოსვლების, მოლაპარაკებებისა და დებატების ხელოვნების უნარ-ჩვევების განვითარება.
უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1.დებატების ჩემპიონატის დაგეგმვა, სპიკერთან დაკავშირება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. - 2 საათი
2. სააპლიკაციო ფორმის გაკეთება, მისი სოციალურ ქსელში განთავსება და ახალგაზრდებთან დაკავშირება. - 1 საათი
3. სადებატო სივცრის მოწესრიგება. - 30 წუთი
4. ახალგაზრდებმა სპიკერთან ერთად დებატების ხელოვნება, მისი სპეციფიკა და პრინციპები შეისწავლეს. - 2 საათი
5. პროექტის მონაწილეები ოთხკაციან გუნდებად ჩამოყალიბდნენ და ისინი 4-4 ადამიანისგან შემდგარი გუნდებით, თუ ინდივიდუალურად ,,დაუპირისპირდნენ" ერთმანეთს. აღვნიშნავ, რომ პროექტში მონაწილეობას 26 ახალგაზრდა იღებდა. - 2 საათი
6. მონაწილეების დაჯილდოება. - 30 წუთი
გუნდებს 3-3 წუთი ჰქონდათ არგუმენტების მოსაფიქრებლად, ხოლო 5-5 წუთი ერთმანეთთან საასპარეზოდ.
რაც შეეხება სადებატო საკითხებს, თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი გვქონდა, მაგ.: ,,სავალდებულოა თუ არა სკოლაში სიარული", ,,უნდა არსებობდეს თუ არა ზოოპარკები" და სხვა.
საბოლოო ჯამში, ოცდაექვსმა ახალგაზრდამ შეძლო თავიანთი კომპლექსებისა და შიშების დაძლევა, მაგალითად, როგორიცაა: აუდიტორიისა და საჯაროდ აზრის გამოხატვის შიში.
მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ ელექტრონული სერტიფიკატებითა.