პროექტის დეტალი

,,განვითარდი და განავითარე"

გამოყვეყნების თარიღი: Sep 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 24 იანვარს, ბაღდათის ახალგაზრდული სივრცე GAME ზონის მხარდაჭერით, ამავე სივრცეში პროექტი ,,განვითარდი და განავითარე" დავიწყე.
პროექტში მონაწილეობას 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდები იღებდნენ, რომელთაც სურდათ, სხვადასხვა თემატიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და ახალი მეგობრების შეძენა.

პრობლემა: ახალგაზრდების დემოტივაცია, ნაკლები ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პროექტების წერისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. 

პროექტის მიზანი გახლდათ: ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა, როგორიცაა: ლიდერობა, დროის მენეჯმენტი, პროექტების წერა, გუნდურობა და სხვა.

ამავდროულად, პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა: გაეგოთ მეტი არაფორმალური განათლების შესახებ, ჩართულიყვნენ ახალგაზრდული სივრცის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში, განეხორციელებიათ თავიანთი ინიციატივები და განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. 

უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. პროექტის დაწერა, საჭირო თემატიკის შერჩევა.- 4 საათი
2. სააპლიკაციო ფორმის მომზადება, მისი სოციალურ ქსელში განთავსება და ახალგაზრდების შერჩევა. - 1 საათი
3. შეხვედრა 1 - ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის უფლებების როლი დემოკრატიის შექმნაში და რა როლი აქვს ადამიანის უფლებებს სახელმწიფოში. ( ისაუბრა მოწვეულმა სპიკერმა, ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ბუბა ლაბაძემ და ეტაპობტივად ვერთვებოდი მეც) - 2 საათი
4. შეხვედრა 2 - დროის მენეჯმენტი, პროკრასტინაცია და ჩვენი უარყოფითი ჩვევები. ( შეხვედრას ვუძღვებოდი მე)- 2 საათი
5. შეხვედრა 3 - გუნდური მუშაობა, გუნდი და ჯგუფი, გუნდის მუშაობის სპეციფიკა. (მესამე შეხვედრასაც ვხელმძღვანელობდი მე) - 2 საათი
6. შეხვედრა 4 - აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ლიდერობა, ლიდერი და ბოსი. (მე-4 შეხვედრა სხვა ორი შეხვედრის მსგავსად ჩავატარე მე) - 2 საათი.

პირველი შეხვედრა მიმდინარეობდა ოფლაინ ახალგაზრდულ სივრცეში, ხოლო მომდევნო სამი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში.

საბოლოო ჯამში, პროექტის 9 მონაწილემ შეძლო სხვადასხვა თემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის კურსდამთავრებულებმა, შემდგომში ახალგაზრდულ სივრცეში თავიანთი კომპეტენციების მიხედვით დაიწყეს აქტივობების განხორციელება, ეს კი, ჩვენი პროექტის უმთავრესი მიღწევაა, რადგან თუ აქამდე ახალგაზრდები იყვნენ ნაკლებად აქტიურები, ახლა პირიქით მათ გამოიჩინეს ინიციატივა, სხვებისთის გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა.

ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობა 
პროკრასტინაცია, გუნდურობადროის მენეჯმენტი