პროექტის დეტალი

სამხატვრო კონკურსი 2024

გამოყვეყნების თარიღი: Sep 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 12 მარტს, ახალგაზრდულ სივრცე GAME ზონის მხარდაჭერით და ამავე სივრცის გამოყენებით სამხატვრო კონკურსი გავმართე.
კონკურსში მონაწილეობა 12 -დან 16 წლამდე ახალგაზრღდებს შეეძლოთ. მას ვუძღვებოდი მე. აპლიკაციის საფუძველზე შეირჩა სამი მონაწილე, რომლებმაც შეასრულეს პეიზაჟის თემატიკით თავისუფალი ნამუშევრები. (შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, მოგვიხდა მხოლოდ სამი მონაწილის შერჩევა).

პრობლემა: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამხატვრო კონკურსებისა და ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების ნაკლებობა.

კონკურსის მიზნები გახლდათ:
1. შემოქმედებითობის ხელშეწყობა.
2. ახალგაზრდების ნიჭისა და მხატვრული პერსპექტივების გამოხატვა.
3. ნორჩი მხატვრებისა და ხელოვნების მოყვარული ახალგაზრდების მხარდაჭერა. 

უშუალოდ კონკურსის მიმდინარეობა:
1.პროექტის დაწერა, საკითხების შერჩევა - 3 საათი
2.სარეგისტრაციო აპლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება - 30 წუთი
3. აპლიკაციის საფუძველზე ახალგაზრდების შერჩევა და მათთან დაკავშირება - 30 წუთი
4.შერჩეულ მონაწილეებთან ერთად სამხატვრო თემატიკის შერჩევა - 30 წთ
5. პეიზაჟის ნამუშევრების შესრულება. - 3 საათი
6. გამარჯვებული მონაწილის შერჩევა და მისი დაჯილდოება. - 30 წთ

საბოლოო ჯამში, კონკურსის სამმა მონაწილემ შეძლო ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ნიჭისა, თუ თავის გამოხატვა. 

პროექტის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული მონაწილე, რომელიც სხვა მონაწილეებთან ერთად დაჯილდოვდა ახალგაზრდული სივრცის საკანცელარიო ნივთებით. 
მოხარული ვარ, რომ შევძელი ახალგაზრდების საჭიროების დაკმაყოფილება და მათი უნარების ხელშეწყობა.

სამხატვრო კონკურსის წესების წარდგენა 
 რესურსების მობილიზება  
გამარჯვებულის გამოვლენა და ყველა კონკურსანტის დაჯილდოება             უშუალოდ ხატვის პროცესი  
ესეც ხატვის პროცესის ამსახველი ფოტოა