პროექტის დეტალი

,,აირჩიე პროფესია " 2024

გამოყვეყნების თარიღი: Sep 21, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 9 თებერვალს, ახალგაზრდულ სივრცე GAME ზონის მხარდაჭერით, ამავე სივრცეში პროექტი ,,აირჩიე პროფესია" დავიწყე, რომელშიც მონაწილეობა 11-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ.

პრობლემა:
1. ბაღდათელი ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცოდა, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეერჩიათ მათთვის საინტერესო პროფესია.
2. პროფორიენტაციის კუთხით პროექტების ნაკლებობა.

პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში პროფესიის არჩევის ხელშეწყობა და მათი პიროვნული უნარების განვითარება.

პროექტის განმავლობაში: ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები, განათლების სახეებზე, ისინი შეხვდნენ სხვდასხვა პროფესიის ადამიანებს, მოისმინეს მათი გამოცდილებები, რჩევები, პროფესიების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე ახალგაზრდებმა მეტი გაიგეს გაცვლითი პროგრამებისა და უცხოეთში სწავლის შესახებ. მათ ჰქონდათ შანსი, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათზე ამომწურავი პასუხები. 

უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. პროექტის დაწერა, მოწვეულ სპიკერებთან შეთანხმება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. - 5 საათი.
2. სააპლიკაციო ფორმის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ ქსელში - 1 საათი.
3. მონაწილეების შერჩევა და მათთან დაკავშირება. - 1საათი
4. სატრენინგე სივრცის მოწესრიგება. - 30 წუთი.
5. შეხვედრა 1-  განათლების სახეები, უშუალოდ არაფორმალური განათლება, აქტიური მოქალაქეობა, შეხვედრას ვუძღვებოდი მე და მოწვეული ორგანიზაცია RICDOG-ის გემგეობის წევრი- ნინი პანაიოდი. - 2 საათი
6. შეხვედრა 2- პროფესიის არჩევის დროს ხშირად დაშვებული შეცდომები, რეკომენდაციები და თვითანალიზის სავარჯიშო - SWOT ანალიზის გამოყენებით, შეხვედრას ვუძღვებოდი მე. - 2 საათი
7. შეხვედრა 3 - პროფესია იურისტი, მისი დადებითი და ურყოფითი მხარეები, სირთულეები და საფრთხეები, რა უნარებს უნდა ფლობდნენ ადამიანები, რომელთაც იურისტობა სურთ. - შეხვედრას ვუძღვებოდი მე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და იურისტი - გვანცა გრძელიძე. - 2 საათი 
8. შეხვედრა 4 - პროფესია ახალგაზრდული მუშაკი, განათლების სახეები და კომპეტენციები. პროფესიაში არსებული გამოწვევები და გამოცდილებები. - შეხვედრას ვუძღვებოდი მე და სპეცალიზებული ახალგაზრდული მუშაკი - თეონა ფახურიძე. - 2 საათი
9. შეხვედრა 5 - გერმანიაში სწავლის შესაძლებლობები, პროგრამა- პროექტები, როგორია საზღვარგარეთ სწავლა, რა დაბრკოლებებია უცხოეთში სწავლის გზაზე. - შეხვედრის პირველ ეტაპს ვუძღვებოდი მე, ხოლო მეორე ეტაპს ნათია გიორგიძე, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტი ,,Ludvig-Maximilians-universitat Munchen"-ის სტუდენტია. - 2 საათი.
10. შეხვედრა 6 - პროფესია ფილოლოგი, როგორია მასწავლებლობა, რა პრობლემებია ამ სფეროში, რატომ უნდა გახდე მასწავლებელი და სხვა. - შეხვედრას ვუძღვებოდი მე და რაც მთავარია, ქართული ენისა და ლიტერატურის მოწვეული მასწავლებელი - ნათია ფურცელაძე. - 2 საათი
11. პროექტის მონაწილეების დაჯილდოება სერტიფიკატებით. - 30 წუთი

საბოლოო ჯამში, ჩვენმა პროექტმა ნამდვილად გამოიღო შედეგი, რადგან 14-მა ახალგაზრდამ შეძლო საკუთარ თავში გამორკვევა და თავისი ინტერესის სფეროს პოვნა. მნიშვნელოვანია, პროფორიენტაციის კუთხით ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ მიიღონ სწორი და მყარი გადაწყვეტილებები.

პროექტი ,,აირჩიე პროფესიას 
 შეხვედრა გერანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტთან 
პროექტის ერთ-ერთი შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან  
პროექტის ერთ-ერთი შეხვედრა   

შეხვედრა იურისტთან  შეხვედრა განათლების სახეებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე  ერთ-ერთი აქტივობა- SWOT ანალიზი