22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე 2024 წლის 22 და 23 აპრილი, ორი დღე ახალგაზრდებთან ერთად დედამიწისთვის მიმეძღვნა.
ჩემს მეგობარ მოხალისეებთან ერთად, ჩემი ინიციატივით ახალგაზრდულ სივრცეში, რომლის ლიდერიც გახლავართ მე, ჩატარდა შეხვედრა.
შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი თემები:
1.როგორ ვაყენებთ დედამიწას ზიანს.
2.რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას.
3.როგორ უნდა გავუფრთხილდეთ.
ამასთან ერთად, ეკრანზე ვაჩვენეთ ვიდეო რგოლიც, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს ეხებოდა.
გარდა ამ აქტივობებისა, შეხვედრის მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფურად და გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები, თუ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ადამიანებმა დედამიწის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში.
მეორე დღე კი, დაეთმო პოსტერების დარიგებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე, რადგან რაც შეიძლება მეტ ადამიანში გაგვევრცელებინა ინფორმაცია, ჩვენი უბრალო საქმიანობებითაც კი, თუ როგორ ვუქმნით საფრთხეს დედამიწას, საკუთარ თავსა და სხვებს.
პროექტის პრობლემა: ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე.
პროექტის მიზანი: ახალგაზრდების გარემოსდაცვითი მიმართულებით ინფორმირება და გაძლიერება.
გიზიარებთ უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობას:
1. შეხვედრის ორგანიზება, სივრცის მოწყობა, პრეზენტაციების მომზადება, აქტივობების დაგეგმვა. - 3 საათი
2. სარეგისტრაციო ბმულის შექმნა და ახალგაზრდებთან დაკავშირება. - 1 საათი
3. პრეზენტაციის წარდგენა ახალგაზრდებთან გარემოსდაცვით საკითხებზე. - 30 წუთი
4. ეკოსისტემასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის გაშუქება. - 30 წუთი
5. გუნდური სამუშაო ეკოლოგიაზე. - 30 წუთი
6. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ახალგაზრდებში პოპულარიზაცია. - 30 წუთი
7. პოსტერების დამზადება და მისი დარიგება. - 1,5 საათი
შეხვედრის შედეგი კი, ინფორმირებული 14 ახალგაზრდაა, რომლებიც თავდაპირველად, აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის მსვლელობაში, სხვადასხვა აქტივობაში და ასევე, აიმაღლეს ცნობადობა ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
