2024 წლის 13 აპრილიდან ბაღდათის მუნიციპლაიტეტში სამაგიდო თამაშებს პროგრამა დავიწყე.
სამაგიდო თამაშები საუკეთესო საშუალებაა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის უნარის, პრობლემების გასაჭრისა და ანალიზის უნარის განსავითარებლად.
პრობლემა: ახალგაზრდები ნაკლებად არიან დაინტერესებული საკუთარი თავის განვითარებითა და ახალი უნარების შეძენით.
სწორედ ამ პრობლემის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ თამაშით სწავლების ტექნიკა გამოგვეყენებინა და მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა მოგვეცვა.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შევთავაზეთ 10 სხვადასხვა სახის თამაში, ესენია: ინოვატორი, Secret hitler, 7wonders, One night were wolf, Splendor, Cluedo, Monopoly, ევროპის გზა, Catan, Terraforming mars.
პროგრამა ფოკუსირებული გახლდათ:
1. კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე
2. პრობლემების მარტივად გადაჭრის უნარის გამომუშავებაზე
3. ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობასა და კონკურეციის ხელშეწყობაზე
უშუალოდ პროგრამის მიმდინარეობა:
1. სამაგიდო თამაშების პროგრამის შექმნა, დაწერა, თამაშების შერჩევა - 3 საათი.
2. სააპლიკაციო ფორმის მომზადება, სოციალურ ქსელში მისი განთავსება და ახალგაზრდების თამაშებზე მოწვევა. - 2 საათი.
3. უშუალოდ ყოველკვირეულად (10 კვირის განმავლობაში) ჩატარებული სამაგიდო თამაშების საათი. - 23 საათი
საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ახალგაზრდებმა თამაშით სწავლის ტექნიკით, თანამშრომლობით, ,,მეტოქეობით", შეძლეს სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებასა და კარიერაში აუცილებლად გამოადგებათ.
