ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში დავწერე და მოვიპოვე დაფინანსება პროექტ ,,განვითარდი პიროვნულად"-ზე.
პრობლემა: ახალგაზრდები არიან დემოტივირებული, არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, არ აქვთ დისციპლინა და ამავდროულად, მათი პიროვნული ზრდა-განვითარება შეჩერებულია.
პროექტის მიზანი გახლდათ: ახალგაზრდების პიროვნული განვითარება.
პროექტის ამოცანები იყო:
1. ახალგაზრდებში უწყვეტი გაუმჯობესებისა და თვითდისციპლინის კულტურის ჩამოყალიბება
2. გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
3. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათი ინდივიდუალური წინსვლა და ზრდა
პროექტის ფარგლებში 6-7-8 სექტემბერი, მთლიანი დღეები დაიტვირთა ტრენინგებითა და სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც დაფინანსებით სხვადასხვა ლოკაციებზე ხორციელდებოდა.
უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. პროექტის დაწერა, ინიციატივების კონკურსში მონაწილეობის მიღება და პროექტის მერიაში გაგზავნა. - 9 საათი
2. პროექტის შესახებ გასაუბრების გავლა მერიაში და დაწერილი პროექტის განხილვა. - 1,5 საათი
3. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, სააპლიკაციო ფორმის შექმნა და მისი სოციალურ ქსელებში განთავსება, ამავდროულად მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა. - 2 საათი
4. დღე 1 - პირველი დღის შეხვედრის თემატიკები: აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, SWOT ანალიზი, წარმატების გასაღებები და პოზიტიური აზროვნების ძალა. მთლიანი დღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ასევე დატვირთული იყო სხვადახვა შემეცნებითი ენერჯაიზერითა და აქტივობით. - 8 საათი
5. დღე 2 - მეორე დღის შეხვედრის თემატიკები: ადამიანის უარყოფითი ჩვევები, პროკრასტინაცია, მადლიერება, დროის მენეჯმენტი, მოტივაცია და დისციპლინა და სიზარმაცის დაძლევის ტექნიკები. მეორე დღეც 11:00 საათიდან 19:00 საათამდე დატვირთული იყო აქტივობებით. - 8 საათი
6. დღე 3 - მესამე დღის შეხვედრის თემატიკები: ჩვენი კომპეტენციები, არაფორმალური, ინფორმალური და ფორმალური განათლების სახეები, პროექტების წერა, გუნდური მუშაობის სპეციფიკა და ინიციატივების განხორციელება. წინა ორი დღის მსგავსად, მესამე დღეც 11:00 საათიდან 19:00 საათამდე დატვირთული იყო გასართობი და ამავდროულად მრავალფეროვანი აქტივობებით. - 8 საათი
პროექტის შეხვედრებს სამი დღის განმავლობაში ძირითადად ვუძღვებოდი მე, ხოლო ჩემთან ერთად, ახალგაზრდებთან მუშაობდნენ ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ბუბა ლაბაძე და სპეციალიზებული ახალგაზრდული მუშაკი - თეონა ფახურიძე.
საბოლოო ჯამში, პროექტის მონაწილეებმა შეძლეს საკუთარ თავში მოტივაციის პოვნა, გაიჩინეს ახალი მეგობრები, იპოვეს ახალი შესაძლებლობები, განიტვირთნენ უცხო გარემოში და მიიღეს ბევრი სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა საკითხის შესახებ, როგორიცაა: უარყოფითი ჩვევები, მედიტაცია, სიტყვები- რომელიც ჩვენს თავს არ უნდა ვუთხრათ, მოტივაცია და დისციპლინა, პოზიტიური აზროვნების ძალა და სხვა.

