პროექტის დეტალი

ვიზიტი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში

გამოყვეყნების თარიღი: Oct 07, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს განათლების კლუბს უკვე ერთი წელია ვხელმძღვანელობ. კლუბის ფარგლებში აქტიური მუშაობის გამო მერიამ ტრანსპორტირება დაგვიფინანსა და როგორც კლუბის ლოდერმა მონაწილეებს ერთი ფერადი, შემეცნებითი და სახალისო დღე ვაჩუქე, დავგეგმე ექსკურსია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში. ამასთან ერთად, კლუბის გარეთ 5 ახალგაზრდას ჩვენთან ერთად წამოსვლის შესაძლებლობა მივეცი. 
 
2024 წლის 30 ივნისს, განათლების კლუბი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია. 

პრობლემა: გასვლითი აქტივობების ნაკლებობა მუნიციპალიტეტში.

მიზანი: ვანის არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება, ახალი ინფორმაციის მიღება და ერთი შემეცნებითი დღის გატარება მეგობრებთან ერთად.

პროექტის მიმდინარეობა: 
1. ექსკურსიი დაგეგმვა, ტრანსპორტირების საკითხის გარკვევა, ახალგაზრდების მობილიზება. - 2 სთ
2. სააპლიკაციო ფორმის მომზადება, გამოქვეყნება და 5 ახალგაზრდის შერჩევა - 2 სთ
3. მშობლის თანხმობის ფურცლების მომზადება და კვების საკითხის მოგვარება - 2 სთ
4. ვანის არქეოგიურ მუზეუმში გამგზავრება, გიდის დაქირავება, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, გაცნობა. - 2 საათი
5. ფორმალური გარემოდან არაფორმალურ გარემოში გადანაცვლება, აჯამეთის აღკვეთილის მონახულება და სხვადასხვა ენერჯაიზერისა და აქტივობის შესრულება. - 3 სთ

საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულ ნივთებსა და ქვებზე, რომლებიც უამრავ წელს ითვლის. ამავდროულად, გასვლითმა აქტივობამ ახალგაზრდებს ერთი დღით განტვირთვისა და გართობის საშუალება მისცა.

საერთო ფოტო ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში  მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების პროცესი  მუზეუმის დათვალიერება გიდთან ერთად   მუზეუმის დათვალიერების პროცესი  გასვლითი აქტივობის არაფორმალური ნაწილი, აჯამეთის აღკვეთილში  მუზეუმის დათვალიერების პროცესი