პროექტის დეტალი

,,სამოქალაქო ცხოვრება"

გამოყვეყნების თარიღი: Oct 12, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 17 თებერვალს პროექტი ,,სამოქალაქო ცხოვრება" დავიწყე, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობდი ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან.

პრობლემა: ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაკლები ჩართულობა, სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობა.

პროექტის მიზანი: ახალგაზრებში სამოქალაქო განათლებისა და ცოდნის გაზრდა.

პროექტის ამოცანები:
1. ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანობის გრძნობის გაღვივება.
2. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა.
3. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. პროექტის დაწერა, მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. - 3 სთ
2. სარეგისტრაციო ფორმის გაკეთება, მისი სოციალურ გვერდზე ატვირთვა და ახალგაზრდების შერჩევა. - 1 სთ
3. შეხვედრის ორგანიზება,  ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან დაკავშირება, სივცრის მოწესრიგება. - 1 სთ
4. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობა: 
12:00 სთ - მისალმება, ერთმანეთის გაცნობა, სახალისო ენერჯაიზერების გაკეთება, მოლოდინების ხე და სხვა. - 1 სთ
13:00 სთ - აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. - 1სთ 30 წთ
14:00 სთ - ვინ არის მოქალაქე და რას გულისხმობს ცნება მოქალაქეობა, დემოკრატიის პრინციპები, დემოკრატია და მოქალაქეობა, როგორც ორი განუყოლები ნაწილი. - 1 სთ 30 წთ

საბოლოოდ, ჩვენი პროექტი გამოვიდა ძალზედ საინტერესო, რადგან ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს ბევრი საინტერესო რამ, მათ შორის განსხვავებები ცნება მოქალაქესა და მოქალაქეობას შორის. განსაკუთრებით საინტერესო კი ახალგაზრდებისთვის თემა მოხალისეობა აღმოჩნდა. პროექტის მთავარი მიღწევაა: ახალგაზრდებში მოხალისეობის სურვილის გაღვივება. 

საერთო სურათი ( არასრული შემადგენლობით)   
პროექტის მიმდინარეობა. აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის განხილვა
დემოკრატიის პრინციპებისა და მოქალქეობის შესახებ საუბარი
ფორუმის მიმდინარეობის პროცესი
მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელი