პროექტის დეტალი

"ჰელფინგ ჰენდისა" და მოხალისეობის მნიშვნელობის გაცნობა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 6 ნოემბერს მე და "ჰელფინგ ჰენდის" ერთ-ერთმა კოორდინატორმა ჩავატარეთ კონფერენცია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოხალისეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ არის ინფორმირებული ამ შესაძლებლობის შესახებ, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვეცნო მოსწავლეებისთვის ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი" და გაგვეღვიძებინა მათში მოხალისეობის სურვილი. ვისაუბრეთ მოხალისეობის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში და ვახსენეთ ისიც, რომ მოხალისეობა თვითონ მოხალისესაც ძალიან ეხმარება პიროვნულად ზრდაში. ამ შემთხვევაში, მოხალისეობა დავუკავშირე გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 პუნქტს, ხარისხიან განათლებას და ვთქვი, რომ მოხალისეობა ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში გვეხმარება. შედეგად 40-მდე მოსწავლემ გაიგო მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ, ძალიან ბევრი დაინტერესდა და გაუჩნდათ სურვილი, რომ მათაც შეიტანონ წვლილი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.