2024 წლის 11 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ სივრცეში პროექტი ,,ჩვენ და ეკოლოგია" დავიწყე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 10- დან 14- წლამდე ბავშვები. პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდი ბაღდათის მუნიციპალტეტში არსებულ ახალგაზრდულ სივრცე ,,GAME ზონასთან".
პრობლემა : ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე და არაპასუხისმგებლიანი მოსახლეობა.
პროექტის მიზანი: გარემოსდაცვითი მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე:
1. ადამიანის გავლენა გარემოზე
2. რატომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას ?
3. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას?
4. გადამუშავება და მისი მნიშვნელობა
5. რესურსების დაზოგვის მნიშვნელობა
6. რესურსების დაზოგვის ხერხები
7. კომპოსტირება
8. პლასტიკის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე
9. რა არის ეკოლოგიური ბაღი?
10. მდგრადი განვითარების 17 მიზანი
11. მოქალაქე და მოქალაქეობა
12. ეკოლოგიური ბაღი
უშუალოდ პროექტის წერისა და განხორციელების ეტაპი:
1. პროექტის იდეეს ჩამოყალიბება, მისი დაწერა, მიზნების, ამოცანებისა და სხვა საჭირო დეტალების გათვალისწინება. - 4 სთ
2. სარეგისტრაციო ფორმის შექმნა, შემდგომში რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეებთან დაკავშირება. - 1სთ
3. შეხვედრა 1 - ერთმანეთის გაცნობა, კონსტიტუციის შემუშავება, ადამიანების გავლენა გარემოზე და გადამუშავება და მისი მნიშვნელობა. + სახალისო და შემეცნებითი ენერჯაიზერები. - 2სთ
4. შეხვედრა 2 - ჩვენ და ეკოლოგია, მოქალაქე და მოქალაქეობა და ტერმინებს ცნებებს შორის განსხვავება. + ენერჯაიზერები - 2სთ
5. შეხვედრა 3 - ნარჩენების გადამუშავება,მისი მდგრადი მოხმარება, ნარჩენების გონივრული გამოყენება/მოხმარება. + ენერჯაიზერები. - 2სთ
6. შეხვედრა 4 - ეკოლოგიური ბაღი და კომპოსტირება. +ენერჯაიზერები. - 2სთ
7. შეხვედრა 5 - რა არის რესურსი, რატომ უნდა დავზოგოთ რესურსები, მუდმივი და ამოწურვადი რესურსები. + ენერჯაიზერები. - 2სთ
8. შეხვედრა 6 - რა არის მდგრადი განვითარების მიზნები და რას ეხება იგი. + ენერჯაიზერები და პროექტის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია. - 2სთ
პროექტი ,,ჩვენ და ეკოლოგია" მიმართული გახლდათ მომავალი თაობების სწორი აზროვნებისა და ქცევების ჩამოყალიბებაზე, მათი როლის, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გააზრებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.
პროექტის შედეგი:
1. ახალგაზრდებს აქვთ გარემოსდაცვითი ცნობადობის მაღალი დონე.
2. ახალგაზრდები არიან მეტად პასუხისმგებლიანები და იცნობენ თავიანთ მოვალეობებს.
3. ახალგაზრდები ზოგავენ რესურსებს და იყენებენ მათ მდგრადად.
4. ახალგაზრდები ცდილობენ თავიანთი მცირე წვლილის შეტანას მგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
