პროექტის დეტალი

21 მარტის კარნავალი გორში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი თარიღი - 21 მარტი შემოქმედებითი აქტივობით აღენიშნათ, ამისთვის მათ წინასწარ დაიწყეს მომზადება. ეკოკლუბის წევრების აზრით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ისინი ხაზს გაუსვამდნენ არა მხოლოდ მცენარეებს და ხეებს არამედ იმ ორგანიზმებს, რომლებიც ტყის ეკოსისტემის ფასდაუდებელ წევრებს წარმოადგენენ. მათ მოიიძიეს სხვადასხვა მასალები და ნარჩენებით შექმნეს ტყის ეკოსისტემის წევრთა ამსახველი ნივთები: ბალახის, ბუჩქის, ყვავილების, მელას, მგლის, მტრედის, სოკოს და ა.შ. ამავე დროს ფორმატებზე აღნიშნეს წარწერები : "21 მარტი ტყის საერთაშორისო დაცვის დღეა", "ჩვენ გვინდა სიცოცხლე", "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით", "ტყე - ეკოსისტემის ხერხემალი", "21 მარტს გილოცავთ" 

იხილეთ ეკოკლუბის წევრების მიერ გადაღებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=ojl7_U87TNI