მოხალისის შესახებ
16 წლის ეკოაქტივისტი
მას შემდეგ რაც მივიღე ინფორმაცია ეკოლოგიურ კატასროფობებსა და მოსალოდნელ გლობალურ საფრთხეებზე, ვცდილობ ხელი შევუწყო ამ ყველაფრის აღმოფხვრას. ვარ ეკოკლუბის წევრი რომელმაც ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაში საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა. 10 კაცისგან შემდგარმა გუნდმა შევძელით და მოვახერხეთ ჩვენს თემში, ხალხის დაინტერესება გარემოზე ზრუნვით რაც მათი გვერდში დგომით გამოიხატა. მრავალი ეკოაქტივობის შერულებამ ბევრი რამ მასწავლა და შემიცვალა წარმოდგენა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ვიყავი ბულაჩაურის ეკობანაკში რომლის თემაც ნარჩენების შემცირება იყო. ამ და სხვა მრავალი პროექტების მეშვეობით ავიმაღლე ცნობიერება გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით და მოტივაციით აღვსილი ვაგრძელებ პლანეტის გადარჩენაში ჩემი წვლილის შეტანას