

ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავად დავგეგმე პროექტი რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიეთ, დავახარისხეთ, პრეზენტაცია მოვამზადეთ და წარვადგინეთ მოწვეული სტუმრების წინაშე. ეს პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე კვირა და ბავშვებმა გაიგეს ძალიან ბევრი რამ ტრადიციული სამოსის შესახებ. პროექტის მიზანი იყო ეროვნული სამოსის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინფორმაციის გავრცელება. მიზანი წარმატებით შესრულდა რადგან ბავშვებს გაუჩნდათ იდეები რომ სამოსის ახლებული სკეჩები გაეკეთებინათ და პატარა მაკეტები აეწყოთ.