პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის 19 აპრილს, ქალაქ ჩხოროწყუში, ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წევრებთან ერთად დავაორგანიზე და მოვიწვიეთ სახელმწიფო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელმაც საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და შეხვედრის უმეტესი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აღნიშნული აქტივობა განვახორციელეთ იმიტომ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობას სურდა ზოგადად აპარატის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაგება, ამავდროულად რიგ საკითხებზე წარმომადგენელთა საუბარი. აქტივობა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდ და ახალგაზრდები კმაყოფილები დარჩნენ.