პროექტის დეტალი

მოხალისეობის არსი და აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობა

გამოყვეყნების თარიღი: Mar 24, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

7 ივნისს გაიმართა დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში მოხალისეობრივად განხორციელებული აქტივობების შეჯამება, პრეზენტაციას მე ვხელმძღვანელობდი. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული USAID სამოქალაქო განათლების პროგრამაში და აქტივობებიც საკმაოდ მრავალფეროვანი და სანტერესო გამოვიდა. წლის ყველაზე მასშტაბური აქტივობებია:
1. სპორტსმენ გიორგი ჯაბნიაშვილის ვიზიტი მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით;
2. ფრენბურთისა და კალათბურთის შეჯიბრებები კლასებსა და სკოლებს შორის;
3. ვიდეოჩვენებები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე;
4. წიგნის კითხვის საერთაშორო დღის აღნიშვნა;
5. დედამიწის დღის აღნიშვნა;
6. დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიება;
7. აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქტივობები;
8. კალიგრაფიის კონკურსი;
9. საქველმოქმედო ფესტივალი „ცისკოფესტი“
10. ბიზნეს ფორუმში-მონაწილეობა და გამარჯვება(ბავშებმა მოიპოვეს დაფიანსება საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელბისთვის).
აღნიშნული აქტივობების განხორციელებისას მონაწილე პირებმა გააცნობიერეს, რა არის მოხალისეობა და როგორ გამოვიყენოთ ის თემის განვითარებაში. ვფიქრობ, ამ აქტივობებმა ჩვენს მოსწავლეებს დაანახა აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობა და ისინი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეებში.