პროექტის დეტალი

ყავა-ჩაის აქცია

გამოყვეყნების თარიღი: Aug 25, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 22 Dec, 2025 - 22 Dec, 2025 ჩართული მოხალისეები: 19 მოხალისეობრივი საათი: 9
პროექტი

პროექტის აღწერა

ზამთრის სუსხიან დილას, ბილიველებმა უთენია, დილის 6 საათიდან დავიწყეთ მზადება — ოფისში ცხელ ყავას, ჩაის და სახლში გამომცხვარ ორცხობილებს ვამზადებდით, რომ ფოთის ქუჩებში იმ ადამიანებს გავმასპინძლებოდით, რომლებიც ყოველდღე, ავდარსა თუ დარში, ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ.

მეეზოვეების გაკვირვებული და სიხარულით სავსე თვალები ჩემთვის ამ პროექტის ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება. ეს იყო პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება მათ მიმართ.

უდიდესი მადლობა ყველა მეეზოვეს გაწეული შრომისთვის! ამავდროულად, ჩემს თანატოლებსაც მინდა მოვუწოდო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გარემოს და არ დავაბინძუროთ ჩვენი ქალაქი.

„ბილივი“ ამ თბილ ინიციატივას უკვე მეორედ ახორციელებს და წინ კიდევ ბევრი ასეთი აქტივობა გველოდება!