გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2024
ჩართული მოხალისეები: 20
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის ზაფხულში დავაორგანიზე გარემოს დასუფთავებითი პროექტი "ზაფხულის მწვანე დღეები". მონაწილე ლიდერებს უნდა შეეკრიბათ მოხალისეების ჯგუფი და დაესუფთავებინათ მათ გარშემო დაბინძურებული ადგილი, რომელსაც ეს ესაჭიროებოდა. მიზანი იყო, ინფორმაციის გავრცელება დაბინძურების მიერ გამოწვეულ პრობლემებზე და ლიდერებთან ერთად პროექტების განხორციელება. გარემოს დაბინძურება დიდ ზიანს აყენებს ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ ჯერ მონაწილეებს გავაცანი ინფორმატიული შინაარსის პრეზენტაცია კლიმატის ცვილებასა და გარემოს დაბინძურების საკითხებზე საქართველოში, შემდეგ კი დავიწყეთ გეგმების განხორციელება. მე ჩემს ჯგუფთან ერთად დავასუფთავე სვიანას რეკრეაციული ზონა, ავიღეთ ნარჩენები საპიკნიკე ადგილის მიმდებარედ და გავასუფთავეთ მდელოები გაფანტული ნაგვისგან. პროექტი წარმატებით დაასრულა ჩემ გარდა ექვსმა მონაწილე ლიდერმა, თუმცა 20-მდე მოხალისე იყო ჩართული. ჩვენ კარგად გავათვითცნობიერეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და მომავალში ისევ ვაპირებთ იგივე პროექტის განხორციელებას უფრო დიდი მაშტაბით.