სამეგრელოს სკაუტური ორგანიზაციის ცემის ზამთრის ბანაკიდან დაუვიწყარი 4 დღის შემდეგ ოფიციალურად სკაუტის სტატუსით დავბრუნდი. ამ დღეების განმავლობაში საკუთარი ძალები გამოვცადეთ სკაუტურ ინჟინერიასა და საველე კულინარიაში. ეს იყო ახალი გამოწვევების, გუნდურობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის პერიოდი. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის შევქმნათ გარემო თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის.