მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მე ვარ თბილისის №167 სკოლის მოსწავლე, რომელსაც ყოველთვის აინტერესებს ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც ახალგაზრდებს ერთმანეთისგან სწავლა, საკუთარი იდეების გაზიარება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა შეუძლიათ. ამ სურვილმა მიმიყვანა მასში, რომ თვითონ ჩამომეყალიბებინა აქტიური გარემო, სადაც მოზარდები თავისუფლად საუბრობენ, ფიქრობენ და ვითარდებიან. ინგლისურენოვანი დისკუსიისა და საუბრების კლუბების შექმნით შევძელი ახალგაზრდებისთვის ისეთი ადგილი შემემოქმედებინა, სადაც ენის სწავლა მხოლოდ გაკვეთილი კი არა, გამოცდილებაა — კომუნიკაცია, თვითგამოხატვა და ერთმანეთთან დაკავშირება. კლუბებში ვიწვევდი სპიკერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვაწყობდი თემატურ შეხვედრებს და ვხედავდი, როგორ იზრდებოდნენ მონაწილეები ყოველ შეხვედრაზე. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ეს პროექტი ერთგვარ პლატფორმად იქცა, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა კულტურის წარმოდგენილ ადამიანებთან ურთიერთობდნენ და გლობალურ გამოცდილებას იგებდნენ. მე ვაგებდი პროგრამის სტრუქტურას, ვუკავშირდებოდი უცხოელ მენტორებს და ვზრუნავდი როგორც შინაარსზე, ისე ლოჯისტიკაზე. სკოლის ფარგლებს გარეთ ჩემთვის მნიშვნელოვანად რჩება იმგვარი საზოგადოების შექმნა, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთის წინსვლას მხარს უჭერენ. სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბე მოხალისეთა კლუბი და შემდგომ ასევე შევუერთდი მენტორების ჯგუფს, სადაც ვეხმარები მოზარდებს საკუთარი იდეების განვითარებაში და პირველ ნაბიჯებში პროექტების შექმნისკენ. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ძალიან ვგრძნობ, ამიტომ ვაქტიურობ სოციალურ და ეკოლოგიურ ღონისძიებებში — ვსტუმრობ ბავშვთა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა დღის ცენტრებს, ვაწყობ გარემოსდაცვით აქციებს და ვცდილობ, რომ თითოეულ ჩემს ჩართულობას რეალური სარგებელი ჰქონდეს ადამიანებისთვისაც და გარემოსთვისაც. ამ ყველაფერს ერთი საერთო ხაზს აერთიანებს: მინდა ჩემი გამოცდილება სხვებს გავუზიარო და ერთად შევქმნათ სივრცეები, სადაც განვითარება ყველასთვის ხელმისაწვდომი და რეალური ხდება.

ყველა პროექტი

International summer school

International summer school

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 35
ინგლისურ ენოვანი სადისკუსიო კლუბი

ინგლისურ ენოვანი სადისკუსიო კლუბი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 45
English speaking club

English speaking club

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 40
ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი

ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 30
მოხალისე სტუდენტურ ფესტივალზე

მოხალისე სტუდენტურ ფესტივალზე

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 6
დღის ცენტრებში ვიზიტი

დღის ცენტრებში ვიზიტი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 24
დასუფთავების აქციები

დასუფთავების აქციები

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 30
სამენტორო ჯგუფი

სამენტორო ჯგუფი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 35

კონტაქტი

ავტორიზაცია