მოხალისის შესახებ
ბევრნაირ მოხაილეობრივ საქმიანობას ვასრულებ. აგვისტოში ვუტარებდი ინგლისურის გაკვეთილებს ჩემს სოფელ რაჭაში ჩამოსულ ბავშვებს. ასევე ორ ლაშქრობას გავუკეთე ორგანიზება რაჭაში ჩემი მშობლების და მეგობრების დახმარებით და ერთ ლაშქრობას-ჯუთაში. რაჭაში ვესტუმრე ხანშიშესულ მაცხოვრებლებს, გავესაუბრე მათ და ჩამოვართვი ინტერვიუები. თბილისში ინგლისურის და ქართულის გაკვეთილებს ვატარებ. ასევე Helping Hand-ის მოხალისეთა კოორდინატორი ვარ. რამდენიმე მოხალისესთან ერთად ვგეგმავ საქველმოქმედო აქციას, სადაც სხვადასხვა მაღაზიების მიერ ნაჩუქარი აქსესუარების და ნივთების გაყიდვას და აგროვებული ფულით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხალხის დახმარებას ვგეგმავთ. ახლა ვუკეთებ ორგანიზებას პროექტს "შენი 200 ლარი სხვას", რის ფარგლებშიც ვაპირებ ბავშვების შემოწირული თანხით, რომელიც სავარაუდოდ მათთვის გადმორიცხული 200 ლარის ნაწილი იქნება, ერთ გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარო. უკვე 600 ლარი მაქვს აგროვებული: ჩემი და ჩემი და-ძმის 200-200 ლარი ერთად.