მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მოხალისეობრივი პროექტის მიზანი იყო მოხალისე დახმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათთვის საჭირო ყოველდღიური საქმიანობების შესრულების პროცესში  და თვითონაც  გამხდარიყო რეალიზებული.

ჩვენი მოხალისე ბიჭიკო სხირტლაძე 1 წლის მანძილზე, კვირაში 5 დღის განმავლობაში ეხმარებოდა ასოციაცია “ანიკას” მოსარგებლეებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი საქმიანობები მოიცავდა კვების პროცესში დახმარებას. ის ეხმარებოდა იმ მოსარგებლეებს, რომლებსაც არ შეეძლოთ დამოუკიდებლად კვება/გადაადგილება ,  სადილის დროს საკვები მიჰქონდა მაგიდებთან , გარდა ამისა, დღის განმავლობაში ეხმარებოდა სავარძელ-ეტლით მოსარგებლე პირებს დღის ცენტრში განხორციელებელი აქტივობების შესრულებაში. ასევე  ეხმარებოდა დღის ცენტრის პერსონალსაც და  ჩართული იყო საუზმის/სადილის მომზადებისა და სივრცის მოწესრიგების  პროცესში.

 

გარდა იმისა, რომ ბიჭიკო აქტიურ მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა ასოციაცია “ანიკას” დღის ცენტრში, აღსანიშნავია მისი მოხალისეობა ხანდაზმულთა დღის ცენტრ “ჰარმონიაშიც”. ხანდაზმულებთან ერთად ის ჩართული იყო ქსოვის კლუბში. ბიჭიკოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი იყო ხანდაზმულებისთვის სოციალიზაციის კუთხით. ბიჭიკოსთან კომუნიკაცია საშუალებას აძლევდა მათაც გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, რაც დადებითად აისახებოდა მათ ემოციურ მდგომარეობაზეც.

 

განხორციელებული საქმიანობები დადებითი შედეგების მომტანი იყო როგორც იმ პირებისათვის, რომლებთანაც ბიჭიკო მოხალისეობას ეწეოდა, ასევე თავად ბიჭიკოსათვის. ასოციაცია “ანიკას” დღის ცენტრში მისმა მოხალისეობამ მოტივაცია მისცა სხვა მოსარგებლეებსაც გამხდარიყვნენ უფრო აქტიურები, უფრო ეფექტურად ჩართულიყვნენ მათთვის ღირებულ აქტივობებში. მნიშვნელოვანი იყო ხანდაზმულებთან ურთიერთობაც. გარდა იმისა, რომ ბიჭიკოსთან კომუნიკაცია ხანდაზმულების ემოციურ მდომარეობაზე დადებითად აისახებოდა, მათთან ურთიერთობის შედეგად ბიჭიკომ შეიძინა ახალი უნარები.

 

მოხალისეობრივი საქმიანობების შედეგად არა მარტო სხვების ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, არამედ თვითონაც განივითარა ახალი უნარები, რაც შემდგომში დაეხმარება მას კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუწიოს მხარდაჭერა.

ყველა პროექტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თბილისი
ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია