მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მე ვარ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში ეკოლოგიის, განათლების, სოციალური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ეკო-კლუბის ლიდერის როლში გავაერთიანე 30-მდე ახალგაზრდა და სისტემატიურად ვატარებდი ეკო-საგანმანათლებლო შეხვედრებს, დასუფთავების აქციებსა და სკოლის გამწვანების პროექტებს. ჩემი ორგანიზებით ჩამოყალობდა სამ სკოლას შორის ეკოლოგიური თანამშრომლობა და დაინერგა ნარჩენების გადარჩევისა და პლასტმასის შემცირების პრაქტიკა. რაც შეეხება სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებას, ვიყავი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სადაც აქტიურად ვაგროვებდით საჭირო ნივთებს, ვმართავდით ღონისძიებებს და შემოსული თანხით გავუწიეთ რამდენიმე ოჯახს ფინანსური დახმარება. პარალელურად, მოხალისეობრივად ვასწავლი მათემატიკას, ვეხმარები მოსწავლეებს დავალებების გაკეთებაში, ტესტებისთვის მომზადებასა და ინდივიდუალური სწავლების გეგმების შედგენაში. ჩემი მხარდაჭერით, მათ საგანში თავიანთი შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და სწავლებისადმი უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეიძინეს. რადგან მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება STEM მიმართულებით, ტექნოლოგიურ სფეროში მოხალისეობრივად ვმუშაობდი სტარტაპ გუნდების მენტორად, ვეხმარებოდი ახალგაზრდებს იდეების განვითარებაში, pitch-ების მომზადებასა და კონკურსებისთვის სტრატეგიის შემუშავებაში. ასევე ვიყავი ტექნოლოგიური ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართული და „Helping Hand“-ის პროგრამის ფარგლებში ვატარებდი შეხვედრებს ტექნოლოგიებსა და სტარტაპებზე. ამას გარდა ვარ Helping Hand-ის English speaking club-ის და ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბის თანადამფუძნებელი. განატლების განვითარების ხელშეწყობა და მოხალისეობა ჩემთვის არის ადამიანებზე ზრუნვის, ცოდნის გაზიარებისა და საზოგადოების გაძლიერების გზა, ამიტომ მომავალშიც ვგეგმავ ამ საქმიანობის გაგრძელებას, ახალი პროექტების შექმნას და მეტი ახალგაზრდის ჩართვას, რათა ერთად შევძლოთ რეალური და მდგრადი ცვლილებების განხორციელება.

ყველა პროექტი

ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი

ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 18
ინგლისურენოვანი კლუბი

ინგლისურენოვანი კლუბი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 18
მათემატიკის მოხალისეობრივი მასწავლებლობა

მათემატიკის მოხალისეობრივი მასწავლებლობა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 35
ოლიმპიადების ორგანიზება და პიარი

ოლიმპიადების ორგანიზება და პიარი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 12
დღის ცენტრებში მოხალისეობა

დღის ცენტრებში მოხალისეობა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 18
გარემოსდაცვითი დასუფთავების აქცია

გარემოსდაცვითი დასუფთავების აქცია

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 18
ეკოკლუბის ლიდერი

ეკოკლუბის ლიდერი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 47
სტარტაპ გუნდის მოხალისე მენტორი/მონაწილე

სტარტაპ გუნდის მოხალისე მენტორი/მონაწილე

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 20
ტექნოლოგიური ღონისძიებების ორგანიზება

ტექნოლოგიური ღონისძიებების ორგანიზება

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 25
Helping Hand – ტექნოლოგიების მიმართულების მოხალისე

Helping Hand – ტექნოლოგიების მიმართულების მოხალისე

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 20

კონტაქტი

ავტორიზაცია