მოხალისის შესახებ
გიორგი დათაშვილი
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის მე-2 კურსის სტუდენტი
არაფორმალური განათლება - საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
<ეკოაქტივისტი >
„ყოველთვის მაწუხებდა ის პლასმასის ნარჩენები, რომელიც ჩვენს ბუნებას ანადგურებს. ბავშვობიდან მახსოვს, როგორ ვაკვირდებოდი, თითქოს უბრალო ნაგავია, რომელიც მიწაზე გდია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უფრო მეტია – ეს ნაგავი ჩვენს მომავლის იმედებს აბინძურებს. სწორედ ამ განცდამ შთამაგონა დამეწყო მოქმედება. თავიდან პატარა ნაბიჯები გადავდგი: ვაგროვებდი, ვსწავლობდი, ვეძებდი თანამოაზრეებს და ასე დავიწყე ის გზა, რომელიც საბოლოოდ 'SDG CLUB' იდეად იქცა. ახლა, ჩემი მიზანია არამხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ახალგაზრდის ცნობიერების ამაღლება იმ ძალის შესახებ, რაც ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებს ბუნების დასაცავად შეუძლია.“
რამოდენიმე თვეა რაც უნივერსიტეტში ჩამოვაყალიბე ჩემი კლუბი სახელად SDG CLUb , აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანია ტენესთანაც , აქტიური ჩართულობით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაიდგა პლასმასის გადამუშავების ყუთი, სტუდენტები კი აქტიურად არიან ჩართულები,