მოხალისის შესახებ
მე ვარ გვანცა გოგიჩაიშვილი 23 წლის, დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროგრამა ქართული ფილოლოგია, ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებელი. მონაწილეობა მიღებული მაქვს ძალიან ბევრ პროექტში, ბანაკსა თუ მოხალისეობრივ საქმიანობაში ( გარემოს დაცვა, მოსწავლეთა განვითარება, wings for life world run-ის მოხალისე სხვადასხვა მიმართულებით). გარდა ამისა, ვარ საკმაოდ აქტიური, მაინტერესებს სიახლეები.