გამარჯობა, მე ვარ ლიკა მარტაშვილი , ვარ 15 წლის კახეთიდან, ჩემი მიზანია გავხდე აქტიური მოხალისე . ჯერჯერობით მხოლოდ ,,ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა დემოკრატიის გზაზე,, ასევე ,,გოგონები გოგონებისთვის,, და ,,მოხალისე მასწავლებლები,, ამ სამ პროექტში ვმონაწილეობ , ვამეცადინებ ისტორიაში ბავშვებს კვირაში ორჯერ რომელთაც გაკვეთილს ვუტარებ 90 წუთის განმავლობაში. იმედი მაქვს კიდევ უამრავ მოხალისეობრივ პროექტში შევძლებ ჩართვას , თქვენი დახმარებით. ვფიქრობ რომ ვარ აქტიური ახალგაზრდა იმიტომ რომ სკოლაში ყველა საგანში მიწერია მაქსიმალური ქულა . ვარ სერთიფიცირებული მოდებატე ასევე ვარ, რა სად როდის-ის ფინალისტი და რამდენიმე სეზონია უკვე , რაც ვმონაწილეობ ამ პროექტში. ამასთანვე ვარ კავეენის ფინალისტი და ვარ ჩემსავე სკოლაში თვითმმართველობის დირექტორი, იმედი მაქვს ეს ყველაფერი დამეხმარება ბევრ პროექტში ჩავერთო და ვიყო კარგი მოხალისე, გამიხარდება თუ ამ ორგანიზაციის დიდი ოჯახის წევრი გავხდები.