მოხალისის შესახებ
მე ვარ ლიზი კურტანიძე, 13 წლის, ხარაგაულიდან. აქამდე არასდროს მქონია მოხალისეობრივი გამოცდილება, მაგრამ, როდესაც ჩემი ცხოვრება ჰელფინგ ჰენდის ორგანიზაციას დავუკავშირე, მივხვდი რომ მეც მინდა მერქვას მოხალისე, შევცვალო ბევრი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ, ვიზრუნო ცხოველებზე, აღვნიშნო სხვადასხვა საერთაშორისო დღეები,ავამაღლო ცნობიერება ჩემს თემში მნიშვნელოვან საკითხებზე. მინდა ჩემი ცხოვრება იყოს საინტერესო და მსურს გამოვიყენო ჩემი ტალანტი იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა.