მოხალისის შესახებ
ლიზი ლომიძე, 16 წლის თბილისიდან.3 წელია, რაც აქტიურად ვერთვები მოხალისეობრივ საქმიანობაში და სხვებსაც მოვუწოდებ ამისთვის.
"ჰელფინგ ჰენდი" იყო ის პირველი ორგანიზაცია, რომელმაც მიბიძგა აქტიური ცხოვრებისკენ, გამაცნო ტერმინი "მოხალისეობის" მნიშვნელობა და მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა როგორც ჩემი თემი, ასევე ჩემი პიროვნული უნარ-ჩვევები.
ჩემს მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს: ეკო-კლუბების ჩამოყალიბებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მოხალისეთა კოორდინატორობას და მენტორობას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, სადისკუსიო კლუბის ჩამოყალიბებასა და კოორდინირებას, მოხალისეობას, როგორც პროექტებში, ასევე ბანაკებში, როგორიცაა GLOW Georgiaს საზაფხულო ბანაკი, სადაც მოხალისე ლიდერი ვიყავი.
აღნიშნულმა პროექტებმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო უამრავი მოტივირებული და საერთო ინტერესის მქონე ახალგაზრდა და შემესრულებინა 200ზე მეტი მოხალისეობრივი საათი.
ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ეხება: გარემოსდაცვა, კლიმატის ცვლილებას და ახალგაზრდების მხარდაჭერას.
ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე ვერ ავტვირთე ფოტო მასალა, თუმცა მინდა გაგიზიაროთ Google Drive-ის ლინკი, სადაც იხილავთ იმ პროექტების მცირედ ნაწილს, რომელიც 2024 წელს განვახორციელე.https://drive.google.com/drive/folders/10xRne58h4D_9dk1UqJ9fQFVbwt0DVgPs?usp=drive_link