მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მოხალისეობა ნიშნავს უანგაროდ აკეთო საზოგადოებისთვის კეთილი საქმე და ამის სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს. დიდ სიამოვნებასთან ერთად მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულების დროს იძენ მრავალმხრივ გამოცდილებასა და მეგობრებს, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  ამ პროექტის ფარგლებში მრავალი სახის მოხალისეობრივი საქმიანობა შევასრულე: ვიყავი ინგლისური ენის მასწავლებელი, დამხარებას ვუწევდი ახალგაზრდებს კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების გამოყენებაში, ჩემ მეწყვილესთან ერთად დავწერე პროექტი, რომელმაც ,,ჰელფინგ ჰენდის" შიდა საგრანტო კონკურსში დაფინანსება მოიპოვა. ამ პროექტს ,,გაიფერადე ცხოვრება" დავარქვით და მის ფარგლებში მიუსაფარ ბავშვთა დღისა და ღამის ცენტრში ვმართავდთ შეხვედრებს. ეს შეხვედრები ძირითადად მოიცავდა ხელოვნების სხვადასხვა დარგში, შემოქმედებითი ნამუშევრებისა და საქმიანობების შესრულებას. ეს ჩემ მიერ დაწერილი პირველი პროექტია, ამიტომაც მას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ჩემთვის. ამ გამოცდილებას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის ბავშვების საოცრად თბილი განწყობა ჩვენს მიმართ. 
 აგრეთვე ვასრულებ სარედაქციო საქმესაც და რამდენიმე პროექტისვიზუალზეც მიზრუნია, რაც სტიკერების, აფიშებისა და სერტიფიკატების დიზაინს მოიცავს.

ყველა პროექტი

,,გაიფერადე ცხოვრება”

,,გაიფერადე ცხოვრება”

მიუსაფრობა და უსახლკარობა თბილისი
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია