მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ვსწავლობ 70%-იანი გრანტით და ვიღებ ყოველსემესტრულ სტიპენდიას. ვარ ახალგაზრდული ორგანიზაცია - youth global network-ის წევრი, რომლის ამოცანაა ახალგაზრდების აღჭურვა იმ უნარებით, რომლებიც მათ ლოკალურად საზოგადოებისთვის სიკეთის მოტნაში შეუწყობთ ხელს. ვამაყობ იმით, რომ დავდივარ ტაეკვონდოს წრეზე და ვფლობ ყვითელ ქამარს, რომელიც თავის მხრივ არის ფემინიზმის გამოვლინება - მიმაჩნია, რომ ყველა ქალს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი სიძლიერის და დამოუკიდებლობის ჩვენება.

მოხალისეობით დავინტერესდი შარშან, როდესაც აღმოვაჩინე AIESEC, ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია მდგრადი განვითარებაა. 1 წელია ვარ აღნიშნული ორგანიზაციის ნაწილი და ამჟამად მიკავია ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში. ჰელფინგ ჰენდში ასევე 1 წლის წინ გავწევრიანდი, თუმცაღა უშუალოდ აქტივობებს 2 თვის წინ მივყავი ხელი.
ჩემი პირველი პროექტი იყო "მოხალისე მსახიობი სიკეთისთვის", რამაც დამარწმუნა, რომ მოხალისეობა არ ნიშნავს რაიმეს ძალით კეთებას, არამედ ის არის ბევრად საიტერესო და აერთიასნებს მხარეთა ინტერესებს. ყოველი პროექტი პიროვნულად გაზრდის საშუალებას იძლევა. ჩემთვის უამრავი ადამიანის წინ წარდგენა და პირველი სპექტაკლის ჩატარება უდიდესი გამოწვევა და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მთავარი მიღწევას იმ ადამიანების გახარება წარმოადგენდა, რომელთა გამოც პროექტი განხორციელდა. ამ ყველაფერმა ორმაგი ბედნიერების და კმაყოფილების განცდა გამოიწვია ჩემში და მიმახვედრა, რომ მოხალისეობაა ის, რისი გაკეთებაც სამომავლოდ მსურდა. მას შემდეგ შევუერთდი სამენტორო პროგრამას, სადაც ასევე არაერთი არაჩვეულებრივი საშუალება მომეცა ისეთი პროექტების განხორციელების, რომლებიც როგორც ჩემი, ასევე დამსწრე აუდიტორიის, ახალგაზრდების, პირვონულ განვითარებაში თავისი როლი ითამაშა.
ამჟამად ჩართული ვარ ისეთ პროეტებში, როოგრებიცაა "ზაფხულის მწვანე დღეები" და "საზღვრებიდან ხიდებამდე". სამომავლოდ ჩემი მთავარი მიზანია დროის სწორი მენეჯმენტი, რათა შევძლო დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება. ჩემთვის მოხალისეობა პიროვნულ განვითარებაზე მედატ ნიშნავს შანსს, რომ საზოგადოებას დავატყო კვალი და ისეთი პრობლემების მოგვარებაში შევიტანო წვლილი, რომლებიც წლების მანძილზე გადაუჭრელი რჩება, ხოლო დროთა განმავლობაში უბრალოდ მაყურების სკამზე ყოფნა აუტანელი ხდება.

ყველა პროექტი

მოხალისე მსახიობები სიკეთისთვის

მოხალისე მსახიობები სიკეთისთვის

სხვა თბილისი
მოხალისეობრივი საათი: 0

"სამენტორო პროგრამა - თბილისის მოხალისეები"

სხვა თბილისი
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია