მოხალისის შესახებ
გამარჯობა, მე ვარ მარიამ ქურდაძე 17 წლის. ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო მოხალისეობის ფარგლებში, რათა ახალგაზრდებს დავეხმარო მიიღონ ცოდნა და განათლება მრავალი მიმართულებით. მჯერა, რომ ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩემი მოხალისეობრივი გამოცდილება ძირითადად განათლების მიმართულებას უკავშირდება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მოხალისეობრივი საქმიანობა დავიწყე Erasmus + გაცვლითი პროგრამით თემატიკით „იმოხალისე ცვლილებებისთვის“. პროექტი ჩატარდა 2 ეტაპად საქართველოში და ფინეთში, სადაც European Solidarity Corps-ის მოხალისეებთან ერთად შევქმენით საშობაო სოფელი და ვესტუმრეთ ადგილობრივ სკოლას მოხალისეობრივი აქტივობების შესრულების მიზნით. ამ გამოცდილებამ გამაცნო მოხალისეობის მრავალფეროვანი ფორმები და გამიჩინა სურვილი, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი მსგავს საქმიანობებში. შემდგომ სომხეთში Erasmus-ის პროექტის ფარგლებში თემატიკით "Green Minds", სადაც მოსახლეობას გავაცანით გარემოს დაცვის მნიშვნელობა და დავგეგმეთ ინიციატივები თემის ცნობადობის ასამაღლებლად. სწორედ ამ გამოცდილებებმა შთააგვაგონა მე და ჩემს გუნდს საგანმანათლებლო Erasmus + პროექტი შეგვექმნა.
ამ გამოცდილებებმა მომცა მოტივაცია ჩვენი არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის RiseLab-ის ჩამოყალიბებისაც. ორგანიზაცია ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, ტრენინგს და შესაძლებლობას მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთელი საქათველოს მაშტაბით. უკვე ათზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული სადაც 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ პროექტბის უმეტესობას ონლაინ რეჟიმში წარვმართავთ, ვინაიდან გვსურს მსგავს შესაძლებლობებზე ინფორმაცია საქართელოში მცხოვრებ ნებისმიერი რეგიონის ახალგაზრდას თანაბრად ჰქონდეს, ხოლო სამჟამად ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებასა და ახალი იდეების განხორციელებაზე.
"მოხალისე ორგანიზატორის" როლის ფარგლებში ვმონაწილეობდი პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებასა და პიროვნულ განვითარებაში. საერთო ჯამში დავაორგანიზეთ შვიდი ფართომასშტაბიანი პროექტი, რომლებშიც დაახლოებით 2000მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით მახარებს, რომ მონაწილეთა ნაწილმა შემდეგ თავადაც დაიწყო საკუთარი საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნა. მათი მხარდაჭერა და იდეების განვითარებაში ჩართულობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.
ასევე მქონდა თარჯიმნისა და მოხალისის გამოცდილება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, სადაც 500ზე მეტი ახალგაზრდა გვესტუმრა.
ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო გაფართოვდა ორგანიზაცია Helping Hand-თან თანამშრომლობამ. თავდაპირველად ვიყავი "თბილისის ახალგაზრდა მოხალისეების" გუნდის წევრი, სადაც თხუთმეტზე მეტი პროექტი განვახორციელეთ, ხოლო შემაჯამებელ ვებინარში ჩემი გამოცდილება სხვა მოხალისე ახალგაზრდებს გავუზიარე. ამჟამად ვარ მენტორი პროგრამაში "Community Impact Project"ის. მის ფარგლებში ვსტუმრობთ სხვადასხვა დღის ცენტრებს და ვეხმარებით როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს ასევე ხანდაზმულებს სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის ცეკვაში, თეატრალურ დადგმებში, საკვების მომზადება-დარიგებაში და სხვა საქმიანობებში. გარდა დღის ცენტრებისა ჩვენი ორგანიზაცია წარმიდგენია სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის "ახალგაზრდების უნარების დღე"-ზე, სადაც ჩვენი ორგანიზაციის ხედვა და მიზნები სხვადასხვა ახალგაზრდათა მხარდაჭერებს, ლექტორებსა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცანი.
ჩემთვის მოხალისეობა ნიშნავს განვითარების შესაძლებლობას - ცოდნის მიღებას, გამოცდილების დაგროვებას და შემდეგ ამ ცოდნის ახალგაზრდებისთვის გაზიარებას. განათლების მიმართულებით მუშაობა ჩემი პასუხისმგებლობა და მთავარი მოტივაციაა.