მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

თეკლა თვალიაშვილი პატარა ასაკიდან გამოირჩევა საზოგადოებრივი აქტიურობით და მოხალისეობრივი საქმიანობით. მას სიქაში და მის გარეთ არაერთ პროგრამასა და პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2022 წელს მან დამოუკიდებლად დაიწყო ტრენინგების ჩატარება თანატოლებისა და უმცროსი ასაკის მოზარდებისათვის. 2022 წლის დეკემბრიდან გახდა ეკო აქტივიზმის მოძრაობის "მწვანე რაზმების" რუსთავის ჯგუფის ლიდერი. თეკლამ შეკრიბა თანამოაზრე ახალგაზრდების რაზმი და ორგანიზება გაუკეთა დასუფთავების აქციებს და კამპანიებს. ასევე აქტიურად მონაწილეობს მოძრაობა "გავიგუდეს" და "ეკო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. მუდამ ზრუნავს ნარჩენის სეპარაციაზე და არის თანატოლთა ეკო განმანთლებელი. 2023 წლის დასაწყისში განახორციელა ლიდერობის ტრენინგები, ხოლო ზაფხულში დაგეგმა 4 თანატოლთან ერთად საზაფხულო დღის ბანაკი "Camp is Calling 2" რომლის ფარგლებშიც 9-12 წლის 40 რუსთაველი ახალგაზრდისთვის ორგანიზება გაუწია 1 კვირიან ყოველდღიურ აქტივობებს, რომელიც განხორციელდა სიქას ეგიდით, სოციალურ კაფე-ბარში "პროფესიო". დღის ბანაკის ფარგლებში თეკლა მეგობრებთან ერთად ატარებდა ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ლიდერობა, გუნდურობა, პრეზენტაციის უნარები, ტოლერანტობა, სტერეოტიპების ნგრევა და ა.შ. დღის ბანაკის შემაჯამებელ აქტივობად კი ქალაქის პარკში გაახორციელეს ე.წ. სითი გეიმი. საზაფხულო არდადეგების დროს თეკლა 1 თვე მუშაობდა რუსთავში კაფე "ასკილის" საკონდიტროში მოხალისედ. 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისას სკოლის თვითმართველობის არჩევნებში კლასმა ერთხმად დაასახელა თეკლას კანდიდატურა რადგან კარგად ხედავენ მის ორგანიზატორულ და შრომისმოყვარეობის უნარებს. კლასის არჩევნის შემდეგ კი მან მოიპოვა გამარჯვება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ მე-10 კლასელია მან შეძლო მასზე უფროსებისთვის კონკურენცია გაეწია და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე გამხდარიყო, რის ფარგლებშიც გააუმჯობესა სასკოლო თვითმმართველობა, შექმნა დარგობრივი კომიტეტები, აუმჯობესებს სკოლის სოც. მედიას და ხელმძღვანელობს 18 თვითმმართველით დაკომპლექტებულ ჯგუფს. აღსანიშნავია რომ თეკლა არის ახალგაზრდა სკაუტი და ჩართული არის სკაუტინგის ბანაკებში და სხვა აქტივობებში, რაშიც მას ეხლმარება CISV-ის საერთაშორისო ბანაკებში მიღებული გამოცდილება. ამჟამად თეკლა მონაწილეობს გაეროს მოდელირების პროგრამაში სადაც წარმოადგენს ერთერთი ქვეყნის დელეგატს და მსჯელობენ ნარკოპოლიტიკასა და ჯანსაღ ცხოვრების წესზე. საყურადსაღებოა რომ თეკლა არის მრავალშვილიანი ოჯახიდან ჰყავს უფროსი ძმა და ორი უმცროსი და, იზრდება მამასთან და დიდ ყურადღებას უთმობს დების განვითარებასა და აღზრდას

თეკლა თვალიაშვილი
თეკლა თვალიაშვილი
სხვა
რუსთავი, ლესელიძის ჩიხი 13ა
Login to View contact details
Login

ყველა პროექტი

მოხალისეთა მიერ შესრულებული საათები

  • 450 საათი